ერთ-ერთმა ირანულმა ორგანიზაციამ იერუსალიმში აშშ-ის ახალი საელჩოს აფეთქებისთვის ჯილდო დააწესა
ერთ-ერთი ირანული ორგანიზაცია ჯილდოს სახით 100 000 დოლარს ჰპირდება მას, ვინც იერუსალიმში აშშ-ის ახალ საელჩოს ააფეთქებს. ირანში მოქმედმა ორგანიზაციამ „სტუდენტები – მებრძოლები სამართლიანობისთვის“ ინტერნეტში ბროშურა გამოაქვეყნა, სადაც აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობის აფეთქების შესახებაა საუბარი.
„ტრამპის ქმედებამ ალ-კუდსში (იერუსალიმი) საელჩოს გადატანასთან დაკავშირებით, მთელ მსოფლიოში აღშფოთება და სიძულვილი გამოიწვია. სტუდენტური თავისუფლების მოძრაობა მხარს დაუჭერს ნებისმიერს, რომელიც იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გაანადგურებს“ – ნათქვამია ბროშურაში.
იერუსალიმში აშშ-ის საელჩო 14 მაისს გაიხსნა.