ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან, რომელშიც დაკვამლიანება იყო, მეხანძრე-მაშველებმა ხუთი პირი, მათ შორის სამი არასრულწლოვანი უვნებლად გამოიყვანეს
ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან, რომელშიც დაკვამლიანება იყო, მეხანძრე-მაშველებმა ხუთი პირი, მათ შორის სამი არასრულწლოვანი უვნებლად გამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან რომელშიც დაკვამლიანება იყო, ხუთი პირი, მათ შორის სამი არასრულწლოვანი უვნებლად გამოიყვანეს.

„საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, მუხიანის დასახლებაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ნულ სართულზე შეინიშნებოდა ხანძარი. შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ. ცეცხლი საცხოვრებელ კორპუსზე მიშენებულ დამხმარე ნაგებობას ეკიდა, რამაც კორპუსის ქვედა სართულების ძლიერ დაკვამლიანება გამოიწვია. მეხანძრე-მაშველებმა, ხანძრის ქრობის პარალელურად, დაუყოვნებლივ განახორციელეს დაკვამლიანებული ტერიტორიის – მათ შორის, საცხოვრებელი ბინების დათვალიერება. ჩატარებული პრევენციული და სამაშველო ღონისძიებების შედეგად, ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან სამი არასრულწლოვანი და ორი სრულწლოვანი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს, რომლებსაც შესაბამისი პირველადი სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გაეწიათ. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

მომხდარის შედეგად დაიწვა დამხმარე ნაგებობის 10 კვ/მ-მდე ფართობი, ასევე, კორპუსის ნულ სართულზე განთავსებული სავაჭრო დაწესებულების ჭერი და პირველ სართულზე მდებარე საცხოვრებელი ბინის ფანჯარა“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.