ერთ-ერთი მედდა, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის მცხოვრებია
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, კორონავირუსით მედდის ინფიცირების შემთხვევასთან დაკავშირებით, ეპიდემიოლოგები მუშაობენ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის შიდა ქართლის ოფისის ინფორმაციით, „კოვიდ-19“ რესპუბლიკური საავადმყოფოს კიდევ ერთ მედდას დაუდასტურდა. ის სოფელ ხიდისთავის მცხოვრებია და რესპუბლიკური საავადმყოფოს უკვე ინფიცირებული მედდის კონტაქტია.
გორსა და კასპსში მცხოვრები ორი ინფიცირებული მედდის კონტაქტებიდან 17 ნიმუშია გადაგზავნილი ლუგარის ლაბორატორიაში. სულ შიდა ქართლიდა 45 ნიმუში გაიგზავნა გამოსაკვლევად.