ერთ-ერთი აქტივისტის მტკიცებით, პოლიციამ კარავში მყოფები „დაარბია“ [ვიდეო]

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც რუსთაველის გამზირზე, აქციის ერთ-ერთი მონაწილე საუბრობს, თითქოს რუსთაველზე განლაგებულ კარვებში ასობით პოლიციელი შევიდა და იქ მყოფ ადამიანებს ფიზიკურად გაუსწორდა.

მისივე თქმით, პოლიციელებმა 5-6 აქტივისტი დააკავეს.

როგორც ვიდეოში მოქალაქე აცხადებს, „პოლიციელები ხელკეტებს ურტყამდნენ და სათითაოდ აკავებდნენ კარავში მყოფ პირებს“.

მისი თქმით, პოლიციელებმა ისინი „დაარბიეს“.