ეროვნულმა ლიგამ სიმბოლური ნაკრები დაასახელა - ჭიაბრიშვილი მწვრთნელებში საუკეთესოა
ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში პირველ წრის დასრულების შემდეგ ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა ჯერ გამორჩეულები ფეხბურთელები დაასახელა, შემდეგ კი წრის სიმბოლური ნაკრებიც შეადგინა.
პირველი წრის სიმბოლურ ნაკრები კლასიკური 4-4-2 განლაგებით შეადგინეს და ასე გამოიყურება:
ლაზარე კუპატაძე („საბურთალო“) – ნოდარ იაშვილი („საბურთალო“), მამუკა კობახიძე („რუსთავი“), ბაქარ მირცხულავა (საჩხერის „ჩიხურა“), ლევან ხარაბაძე („დინამო თბილისი“) – ალვინ ფორტესი (გორის „დილა“), ოთარ კიტეიშვილი („დინამო თბილისი“), თორნიკე გორგიაშვილი („საბურთალო“), ნოდარ ქავთარაძე (გორის „დილა“) – ბუდუ ზივზივაძე („დინამო თბილისი“), გიორგი გაბედავა (საჩხერის „ჩიხურა“).
სიმბოლურ ნაკრებში სულ 5 გუნდის ფეხბურთელი მოხვდა: ყველაზე მეტი, 3-3 მოთამაშეა „საბურთალოდან“ და „დინამო თბილისიდან“, 2-2 – საჩხერის „ჩიხურადან“ და გორის „დილადან“, ხოლო 1 – „რუსთავიდან“.
ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელად „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი დასახელდა, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდი გათამაშების ლიდერია.