ეროვნულმა ბიბლიოთეკამ შსს-სთან ერთად პოლიციის დღისადმი მიძღვნილი ვირტუალური გამოფენა მოამზადა
ეროვნულმა ბიბლიოთეკამ შსს-სთან ერთად პოლიციის დღისადმი მიძღვნილი ვირტუალური გამოფენა მოამზადა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, პოლიციის დღისადმი მიძღვნილი ვირტუალური გამოფენა სახელწოდებით „ქართველი პოლიციელები ხალხის სამსახურში“ მოამზადა.

ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტო მასალა, რომელიც ასახავს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფი კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებში მყისიერად ჩაერთო და მთელი საქართველოს მასშტაბით კომპლექსური ღონისძიებები განახორციელა. საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვების, საკარანტინო ზონების დაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების კონტროლის პარალელურად პოლიცია მოსახლეობას მუდმივად ედგა მხარში და ეხმარებოდა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, ფოტოგამოფენის დათვალიერება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: „ქართველი პოლიციელები ხალხის სამსახურში“.