ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე გატანილი 40 მლნ აშშ დოლარიდან 29 650 000 აშშ დოლარი გაყიდა
საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე დღეს 29 650 000 აშშ დოლარი გაიყიდა.
ბანკის ინფორმაციით, გასაყიდად გამოტანილი იყო 40 მლნ აშშ დოლარი.
„2020 წლის 10 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 40 მლნ აშშ დოლარი. აუქციონზე 29 650 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0372 შეადგინა“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე რიგით მეექვსე სავალუტო ინტერვენციაა. ცენტრალურმა ბანკმა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან ჯამში უკვე 189 650 000 დოლარი გაყიდა.