ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე გამოტანილი 40 მლნ აშშ დოლარიდან 32 305 000 დოლარი გაყიდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღევანდელ სავალუტო აუქციონზე 32 305 000 დოლარი გაყიდა
დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იყო 40 მლნ აშშ დოლარი, რომლიდანაც 32 305 000 გაიყიდა.
საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8983 შეადგინა.
მიმდინარე წელს ეს სებ-ის მიერ ჩატარებული მეექვსე სავალუტო აუქციონია.
ამასთან, მიმდინარე წელს ეს მესამე შემთხვევა, როდესაც ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარს დოლარი მიაწოდა. სებ-მა სავალუტო აუქციონზე დოლარი პირველად 9 მარტს გამოიტანა და 39 570 000 დოლარი გაყიდა.