მიმდინარე წლის 2 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, რაც მათი მხრიდან ყველაზე მსხვილი ინტერვენციაა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3. 2439 შეადგინა.
ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე 21-ე და ყველაზე მსხვილი სავალუტო ინტერვენციაა.
ეროვნულმა ბანკმა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან, დღევანდელი აუქციონის ჩათვლით, ჯამში 709 650 000 დოლარი გაყიდა.