მიმდინარე წლის 18 თებერვალს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3014 შეადგინა.
წელს ეს ეროვნული ბანკის მიერ რიგით მესამე სავალუტო ინტერვენციაა. ცენტრალურმა ბანკმა ჯამში 120 მლნ დოლარი გაყიდა.