დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2641 შეადგინა.
ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე მე-14 სავალუტო ინტერვენციაა. სებ-მა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან, დღევანდელი აუქციონის ჩათვლით, ჯამში 449 650 000 დოლარი გაყიდა.