დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0975 შეადგინა.
ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე მე-12 სავალუტო ინტერვენციაა. სებ-მა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან, დღევანდელი აუქციონის ჩათვლით, ჯამში 369 650 000 დოლარი გაყიდა.