მიმდინარე წლის 22 აპრილს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 30 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ცენტრალური ბანკის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.4447 შეადგინა.
წელს ეს ეროვნული ბანკის მხრიდან რიგით მე-7 ინტერვენციაა. ჯამში, ცენტრალურმა ბანკმა 2021 წელს 242 900 000 დოლარი გაყიდა.