საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე დღეს 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.
სავალუტო აუქციონის შედეგი ეროვნულმა ბანკმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.9936 შეადგინა.
ამასთან, სავალუტო ბაზარზე ეს წელს ეროვნული ბანკის პირველი ინტერვენციაა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოური ვალუტის რეზერვები 3,241 მილიარდ დოლარს შეადგენს.