ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი დოლარი გაყიდა
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი დოლარი გაყიდა

2023 წლის 20 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6841 შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ბანკი ავრცელებს.

2023 წელს ეს მეორე აუქციონია, როდესაც ცენტრალურმა ბანკმა თანხა გასაყიდად გამოიტანა.

პირველი ინტერვენცია სებ-მა მიმდინარე წლის ივნისში განახორციელა, რა დროსაც 17 100 000 აშშ დოლარი გაყიდა. ჯამურად, 2023 წელს ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 37 100 000 აშშ დოლარი გაყიდა.