ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი დოლარი გაყიდა
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი დოლარი გაყიდა

დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ამის შესახებ სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0417 შეადგინა.

ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე რიგით მერვე სავალუტო ინტერვენციაა. ცენტრალურმა ბანკმა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან, დღევანდელი აუქციონის ჩათვლით, ჯამში უკვე 229 650 000 დოლარი გაყიდა.