საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღევანდელ სავალუტო აუქციონზე 15 მილიონი დოლარი შეისყიდა. ბანკის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6594 შეადგინა.
ეროვნულმა ბანკმა 6 დეკემბერს 5 მილიონი დოლარი, 10 დეკემბერს კი, 10 მილიონი დოლარი იყიდა.