სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 30 მილიონი დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1249 ლარი შეადგინა.
2021 წლის განმავლობაში, ეს სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკის მე-8 ინტერვენციაა. საერთო ჯამში, გაყიდული ამერიკული ვალუტის მოცულობამ 272,9 მილიონი დოლარი შეადგინა.
ამ დროისთვის, ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარი 3,12 ლარად ივაჭრება, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში კი ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება, საშუალოდ 3,13 ლარია.