ეროვნულმა ბანკმა დღევანდელ სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა. უწყების ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.3941 შეადგინა.
ბოლო დღეებში ლარი აშშ დოლართან მიმართებაში მყარდება. სავალუტო ჯიხურებში დოლარის შეძენა 2 ლარად და 39 თეთრადაა შესაძლებელი.