ეროვნულმა ბანკმა 15 მილიონი დოლარი შეისყიდა
ეროვნულმა ბანკმა 15 მილიონი დოლარი შეისყიდა

ეროვნულმა ბანკმა დღევანდელ სავალუტო აუქციონზე 15 მილიონი დოლარი შეისყიდა.

ბანკის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6618 შეადგინა. წელს სავალუტო რეზერვები ეროვნულმა ბანკმა უკვე 70 მილიონი დოლარით შეავსო.