წლის პირველ სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 15 მილიონი დოლარი შეისყიდა.
ბანკის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6732 შეადგინა.
ეროვნულმა ბანკმა შარშან თითქმის 200 მილიონი დოლარი შეისყიდა. ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ სავალუტო რეზერვების შევსება 2019 წელსაც გაგრძელდება.