ეროვნულმა ბანკმა დღევანდელ სავალუტო აუქციონზე 10 მილიონი დოლარი შეისყიდა. ბანკის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6684 შეადგინა.
2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა და 3 მილიარდ 289 მილიონ დოლარს შეადგენს.
ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრიტერიუმით, საქართველოში სავალუტო რეზერვები ე.წ. ადეკვატურობის მინიმალურ დონესთან შედარებით დაბალ ნიშნულზეა. ამის გამო ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტის შესყიდვას ახორციელებს. 2017-2018 წლებში ბანკმა 327 მილიონი დოლარი შეისყიდა.