საქართველოს ეროვნული ბანკმა დღევანდელ სავალუტო აუქციონზე 10 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა. ბანკის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6735 შეადგინა.
10 მილიონი დოლარი ბანკმა 9 ნოემბერსაც შეისყიდა. ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განმარტებით, სავალუტო რეზერვების შევსება საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციას უკავშირდება.