საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღევანდელ სავალუტო აუქციონზე 10 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა. ბანკის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7220 შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოში დაბალ სავალუტო რეზერვებზე მიუთითა.
ამასთან, წინა თვეში რეზერვები 57 მილიონი დოლარით შემცირდა.