ეროვნულმა ბანკმა დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე 10 მილიონი დოლარი შეისყიდა. ბანკის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6155 შეადგინა.
წელს ეროვნულმა ბანკმა რეზერვები 112.5 მილიონი დოლარით შეავსო. სექტემბერში უცხოური ვალუტის შესყიდვამ 25 მილიონი დოლარი შეადგინა.