ეროვნულმა ბანკმა 10 მილიონი დოლარი შეისყიდა
ეროვნულმა ბანკმა 10 მილიონი დოლარი შეისყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღევანდელ სავალუტო აუქციონზე 10 მილიონი დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.4496 შეადგინა.

22 ივნისის შემდეგ, ეროვნულმა ბანკმა ჯამში 50 მილიონი დოლარი შეისყიდა. 2017 წლის შემდეგ კი,  უცხოური ვალუტის შესყიდვამ 199.75 მილიონი დოლარი შეადგინა.