მიმდინარე წლის 22 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.
საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.4579 შეადგინა.
ეროვნულმა ბანკმა უცხოური ვალუტა 3 აპრილის შემდეგ პირველად შეისყიდა. მაშინ რეზერვები 20 მილიონი დოლარით შეივსო.