საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა დღეს 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6188 შეადგინა.
ამასთან, დღეს დადგენილი აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2.6179 ლარია.