ეროვნული ბანკის მიერ აუქციონზე გამოტანილი 40 მილიონი დოლარიდან 32 მილიონი გაიყიდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, გუშინ გაკეთებული განცხადების შესაბამისად, დღევანდელ სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი დოლარი გამოიტანა.
ამასთან, აუქციონზე გაიყიდა 32 800 000 დოლარი. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.9283 შეადგინა.
სავალუტო ინტერვენცია ეროვნულმა ბანკმა 2016 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად განახორციელა. ამასთან, 2017-2019 წლებში უწყებამ რეზერვები 492 მილიონი დოლარით შეავსო.