ეროვნულმა არქივმა ევგენი მიქელაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ონლაინგამოფენა მოამზადა
ეროვნულმა არქივმა ევგენი მიქელაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ონლაინგამოფენა მოამზადა

ევგენი მიქელაძის დაბადებიდან 120 წლის იუბილეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა მულტიმედიური ონლაინგამოფენა მიუძღვნა.

ეროვნული არქივის ინფორმაციით, ვებგვერდზე წარმოდგენილია 1937 წელს რეპრესირებული ხელოვანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ დღემდე მოღწეული ფოტოები, კინოკადრები, პირადი ნივთები, აუდიოჩანაწერები, მოგონებები, რომლებსაც საქართველოს ეროვნული არქივი ინახავს.

„დოკუმენტებს შორის გამორჩეულია ევგენი მიქელაძის დირიჟორობით შესრულებული ოპერა „დაისის“ შესავლისა და „ქართული სუიტის“ ფრაგმენტის აუდიოჩანაწერები.

მულტიმედიური გვერდი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე“, – აღნიშნულია ეროვნული არქივის ინფორმაციაში.