ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი - დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ ერაყიდან და ავღანეთიდან ყველა ამერიკელ სამხედროს 2021 წლის მაისისთვის გაიყვანს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ ერაყიდან და ავღანეთიდან ყველა ამერიკელ სამხედროს 2021 წლის მაისისთვის გაიყვანს. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, რობერტ ობრაიენმა განაცხადა.
ობრაიენმა მედიასთან ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც პენტაგონმა ავღანეთსა და ერაყში 15 იანვრამდე ამერიკელი სამხედროების რაოდენობის შემცირების შესახებ განაცხადა.
„პრეზიდენტი ტრამპი იმედოვნებს, რომ მაისისთვის ისინი ყველა დაბრუნდებიან სახლებში უსაფრთხოდ და უვნებლად“, – განაცხადა ობრაიენმა.
პენტაგონის ცნობით, 15 იანვრისთვის ავღანეთში ამერიკელი სამხედროების რაოდენობა 4 500-დან 2 500-მდე შემცირდება, ერაყში კი 3000-დან 2500-მდე.