ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს კენჭს მიმდინარე სასესიო კვირაში უყრიან
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს კენჭს მიმდინარე სასესიო კვირაში უყრიან
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს კენჭი მიმდინარე სასესიო კვირაში ეყრება. საკითხი დღეს მეორე მოსმენის რეჟიმში კენჭისყრაზე ჩავარდა.
როგორც პირველ არხს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, საკითხს კენჭს მიმდინარე კვირას მეორე მოსმენის რეჟიმში უყრიან.
ცვლილებებით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს წარმოადგენს, საბჭოს მდივნის ფუნქციას საბჭოს ერთ-ერთი წევრი შეასრულებს, საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები კი, იქნებიან: პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაზვერვის სამსახურის უფროსი და თავდაცვის ძალების მეთაური.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საბჭო არის პრემიერ-მინისტრთან არსებული ანალიტიკური ცენტრი, რომელიც სტრატეგიულ დონეზე პოლიტიკის დაგეგმვის მანდატით აღიჭურვება, თუმცა არ აქვს ოპერაციულ დონეზე ფუნქციონირების უფლებამოსილება. ინიციატივის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი სხვადასხვა კრიზისული ვითარების მართვას ეროვნული სიტუაციების ოთახის მეშვეობით ახორციელებს, რომელიც სპეციალური ტექნიკით აღჭურვილ პუნქტს წარმოადგენს.