ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობას ლევან იზორია დაიკავებს
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობას ლევან იზორია დაიკავებს, – ამის შესახებ დღეს პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„ლევან იზორია დაიკავებს მაღალ თანამდებობას ჩვენს გუნდში. ის უხელმძღვანელებს უშიშროების საბჭოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე, რომელსაც ამჟამად ლევან იზორია იკავებს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.
უსაფრთხოების საბჭოს მდივანი აქამდე გიორგი გახარია იყო.
დღეს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, პარტიის პოლიტიკური საბჭოსა და უმრავლესობის სხდომის შემდეგ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა.