ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს ხელფასზე დანამატი მიეცემათ როგორც სპეციალური, ასევე სამხედრო წოდებით ნამსახურები წლებისთვის
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს ხელფასზე დანამატი მიეცემათ როგორც სპეციალური, ასევე სამხედრო წოდებით ნამსახურები წლებისთვის

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს ხელფასზე დანამატი მიეცემათ როგორც სპეციალური, ასევე სამხედრო წოდებით ნამსახურები წლებისთვის. შესაბამისი ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მოამზადეს, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში დღეისათვის ორი მოსამსახურეა, რომლებსაც აქვთ სამხედრო წოდებით ნამსახურები კალენდარული წლები. ინიციატორები განმარტავენ, რომ ყოველთვიურად ორივე მოსამსახურისთვის გასაცემი დანამატი შეადგენს 253 ლარს.

„ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში დასაქმებული არიან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები და სხვა საჯარო მოსამსახურეები. საბჭოს აპარატის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს ყოველთვიურად ეძლევა ფულად სარგოზე დანამატი სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები, რომლებსაც სხვა უწყებებში სამსახურისას მინიჭებული ჰქონდათ სამხედრო წოდება, დანამატს იღებენ მხოლოდ სპეციალური წოდებით ნამსახურები წლების მიხედვით და მათ არ ეთვლებათ სამხედრო წოდებით ნამსახურები წლები. კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებები ემსახურება ზემოაღნიშნული საკითხების დარეგულირებას“, – აღნიშნულია კანონპროექტში.

დატოვე კომენტარი