ეროვნული სატყეო სააგენტო ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენით სამუშაოებს იწყებს
ეროვნული სატყეო სააგენტო ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენით სამუშაოებს იწყებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ კავთისხევში, მოსახლეობის საშეშე მერქნით შეუფერხებლად მომარაგებისთვის, სამუშაოების მიმდინარეობას ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკლეიშვილი ადგილზე გაეცნო.
სატყეო სააგენტო გზების რეაბილიტაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს, რაც ხელს შეუწყობს ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ჩატარებასა და ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს.
აგრეთვე, როგორც სამინისტროში აცხადებენ, მოსახლეობას გაუადვილდება სატყეო სააგენტოს მიერ გამოყოფილი ტყეკაფებიდან საშეშე მერქნის გამოტანა. სამუშაოების შედეგად, გაუმჯობესდება ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობა დახანძრებთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტურობა.