ეროვნული სამოსის დღე საქართველოში [ფოტო]
ეროვნული სამოსის დღე საქართველოში [ფოტო]

საქართველოში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა. თბილისში, ევროპის მოედანთან მასშტაბური ფლეშმობი გაიმართა. ქართულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა 600-ზე მეტმა ადამიანმა მეტეხის ხიდზე ორწუთიანი საცეკვაო ნომერი შეასრულა.

ეროვნული სამოსის დღე უკვე ოთხი წელია, მთელი საქართველოს მასშტაბით აღინიშნება. მისი მიზანი ქართული კულტურის პოპულარიზაცია და მისი ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანაა. ღონისძიება ბენდ „ჩვენებურების“ კონცერტით დასრულდა.