ეროვნული საფეხბურთო ლიგა 2-ში მე-3 ტურის ოთხი შეხვედრა ჩატარდა. ”შევარდენი” ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” ”ცხინვალს” შეხვდა და ფრეს დასჯერდა – 2:2.
ასევე ფრედ დასრულდა ”თელავისა” და ”გაგრას” დაპირისპირება – 1:1. მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე წყალტუბოს ”სამგურალმა” ”ნორჩი დინამო” მიიღო და 1:0დ აამარცხა, ხოლო ”ვიტ ჯორჯიამ” ”მცხეთა პარკზე” ერთ-ერთ ფავორიტ მარტვილის ”მერანს” ასევე 1:0 სძლია და სამი ტურის შემდეგ შვიდი ქულით გათამაშების ცხრილს სათავეში მოექცა.
ტური ხვალ, 17 მარტს, აჭარული დერბით, ე.წ. “დე ლა მანდარინათი” დასრულდება: ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ქობულეთის ”შუქურა” ბათუმის ”დინამოს” უმასპინძლებს. 18:30 საათზე მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელი შემოგთავაზებთ.