ეროვნული ნაკრების საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით თბილისში მსვლელობა და საზეიმო ღონისძიებები გაიმართება
ეროვნული ნაკრების საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით თბილისში მსვლელობა და საზეიმო ღონისძიებები გაიმართება

ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით დღეს საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. ღონისძიება 22:00 საათზე დაიწყება.

„2 ივლისს, 22:00 საათზე ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე. ერთად შევხვდეთ და ერთად ვუთხრათ მადლობა ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს. ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი და ერთად აღვნიშნოთ ქართული საფეხბურთო სასწაული. 21:30 საათზე საფეხბურთო ნაკრები მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით მსვლელობას დაიწყებს თავისუფლების მოედნისკენ. 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე – საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გერმანიიდან დღეს დილით დაბრუნდა.