ეროვნული ლიგა | „სამტრედიამ“ და წყალტუბოს „სამგურალმა“ კონკურენტები დაამარცხეს #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | „სამტრედიამ“ და წყალტუბოს „სამგურალმა“ კონკურენტები დაამარცხეს #1TVSPORT

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში 25-ე ტურის ბოლო ორი შეხვედრა გაიმართა – „სამტრედიამ“ ქობულეთის „შუქურა“ დაამარცხა, ხოლო წყალტუბოს „სამგურალმა“ – თბილისის „საბურთალო“.

ეროვნული ლიგის აუტსაიდერთა დაპირისპირება უხვგოლიანი გამოდგა. მე-4 წუთზე „სამტრედიის“ მცველმა, დავით უბილავამ ანგარიში გახსნა, მაგრამ ორ წუთში „შუქურას“ თავდამსხმელმა, დავით მუჯირმა ანგარიში გაათანაბრა და შესვენებაზე გუნდები 1:1-ზე გავიდნენ.

მეორე ტაიმშიც იგივე მოხდა – „სამტრედია“ ალექსანდრ მიშოვმა (48) ისევ დააწინაურა, მაგრამ ქობულეთელების თავდამსხმელმა, გიორგი გოგოლაშვილმა წონასწორობა მეორედაც აღადგინა.

გადამწყვეტი გამოდგა მე-80 წუთზე, ზვიად ნაჭყებიას ეფექტური გოლი – „სამტრედიის“ თავდამსხმელმა აუტის ხაზთან ახლოს დანიშნული საჯარიმოდან ბურთი კარში გაუშვა და ქობულეთელებს მესამეც გაუტანა, საბოლოო ანგარიში კი 90+5-ე წუთზე კონტრშეტევაზე რევაზ ინჯგიამ დააფიქსირა – 4:2 „სამტრედიას“ სასარგებლოდ.

ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელმა, წყალტუბოს „სამგურალმა“ თბილისის „საბურთალოს“ ზესტაფონში უმასპინძლა. წყალტუბოელები 36-ე წუთზე შარბელ გომესმა დააწინაურა და ანგარიში აღარ შეცვლილა – „სამგურალმა“ კონკურენტთან 1:0 მოიგო.

„სამტრედიამ“ 19 ქულა დააგროვა, „გაგრას“ დაეწია და დამატებითი მაჩვენებლებით მე-8 ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „შუქურა“ შვიდი ქულით ბოლო, მე-10 ადგილზე დარჩა.

სამგურალს“ „საბურთალოსთან“ (45 ქულა) გამარჯვების შემდეგ, 42 ქულა აქვს და მესამეადგილოსან თბილისელებთან ჩამორჩენა სამ ქულამდე შეამცირა.