ეროვნული კინოცენტრი ოთხ ახალ ფილმს დააფინანსებს 
ეროვნული კინოცენტრი ოთხ ახალ ფილმს დააფინანსებს 

ეროვნულმა კინოცენტრმა სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2019-2020 წელს წარმოების დაფინანსების კონკურსის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.

კინოცენტრის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობა მიიღო 21-მა პროექტმა, აქედან მეორე ტურში გადავიდა 8  პროექტი. საბოლოოდ კი, საექსპერტო კომისიის გადაწყვეტილებით, კინოცენტრს 4 პროექტის დაფინანსების რეკომენდაცია მიეცა. ესენია: ნანა ჯანელიძის „სად მიდის ლიზა (ქართულ–აფხაზური დღიურები)”, ლევან კოღუაშვილის „თხილი”, კახაბერ კიკაბიძის „ცივი ღრუბლები“ და მერაბ კოკოჩაშვილის „ტერცო მონდო

ეროვნული კინოცენტრის მთავარი პირობით, ფილმებზე მუშაობა საავტორო ჯგუფმა 2020 წლამდე უნდა დაასრულოს.