ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში „ვეფხისტყაოსნის“ საჯაროდ კითხვა იმართება
ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში „ვეფხისტყაოსნის“ საჯაროდ კითხვა იმართება. ღონისძიების ინიციატორი მწერალი დათო ტურაშვილია.
„ვეფხისტყაოსნის“ საჯაროდ კითხვის დღეს ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, პოემიდან მისთვის საყვარელი სტროფი წაიკითხოს. ღონისძიებაში მონაწილეობენ მწერლებიც და სკოლის მოსწავლეებიც. სპეციალურად ამ დღისთვის ახალციხის რაიონის სოფელი საძელიდან სკოლის მოსწავლეები ჩამოვიდნენ და ვეფხისტყაოსნის სტროფებს კითხულობენ.
დამოუკიდებლობის დარბაზში წარმოდგენილია ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში დაცული „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური გამოცემები.
ღონისძიება „ვეფხისტყაოსნის“ პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.