საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 7 600 000 აშშ დოლარი გაყიდა.
„2023 წლის 25 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 30 მილიონი აშშ დოლარი. თუმცა აუქციონზე მხოლოდ 7 600 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6682 შეადგინა.
2023 წელს ეს მეოთხე აუქციონია, როდესაც ცენტრალურმა ბანკმა თანხა გასაყიდად გამოიტანა.
ჯამურად, 2023 წელს ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 81 850 000 აშშ დოლარი გაყიდა“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.