ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 30 000 000 აშშ დოლარი გაყიდა
საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 30 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.
საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2168 შეადგინა.
ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე მე-16 სავალუტო ინტერვენციაა.
სებ-მა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან, დღევანდელი აუქციონის ჩათვლით, ჯამში 499 650 000 დოლარი გაყიდა.