ეროვნული ბანკის საბჭოს ვაკანტურ თანამდებობებზე შესარჩევად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 19 განაცხადი შევიდა
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ვაკანტურ თანამდებობებზე შესარჩევად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სულ 19 განაცხადი შევიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, განაცხადების განხილვის ეტაპი დასრულდა და შეირჩა რვა კანდიდატი, რომლებთანაც გასაუბრება მომავალ კვირაში გაიმართება.
„გასაუბრების შედეგად შეირჩევა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები, რომლებსაც პრეზიდენტი, კონსტიტუციის შესაბამისად, ასარჩევად პარლამენტს წარუდგენს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.