ეროვნული ბანკის რეზერვები რეკორდულ ნიშნულზე ავიდა
ეროვნული ბანკის რეზერვები რეკორდულ ნიშნულზე ავიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვები ერთ თვეში 241 მილიონი დოლარით გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულზე ავიდა. 2018 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, რეზერვების მოცულობა 3.152 მილიარდი დოლარია.

უცხოური ვალუტის რეზერვები 2.95 მილიარდი, ხოლო სესხების სპეციალური უფლებების (SDR) მოცულობა 202 მილიონი დოლარია.

აქამდე რეზერვების მაქსიმალური მოცულობა 2013 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით ფიქსირდებოდა და 3.11 მილიარდ დოლარს შეადგენდა.