30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვები 3.6 მილიარდ დოლარს შეადგენს. 31 აგვისტოსთან შედარებით, რეზერვების მოცულობა 94 მილიონი დოლარით შემცირდა, წინა წლის სექტემბერთან შედარებით კი 450 მილიონი დოლარით გაიზარდა.
სექტემბერში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენცია ორჯერ განახორციელა და რეზერვებიდან 72.8 მილიონი დოლარი გაყიდა.