ეროვნული ბანკის რეზერვები 47 მილიონი დოლარით შემცირდა
ეროვნული ბანკის რეზერვები 47 მილიონი დოლარით შემცირდა

ეროვნული ბანკის რეზერვები ერთ თვეში 47 მილიონი დოლარით შემცირდა.

28 თებერვლის მდგომარეობით, რეზერვების მოცულობა 3,022 მილიარდ დოლარს შეადგენს.

45 მილიონი დოლარით, 2,813 მილიარდამდე შემცირდა უცხოური ვალუტის რეზერვები. 2,29 მილიონი დოლარით, 208,7 მილიონ დოლარამდე შემცირდა სესხების სპეციალური უფლებების (SDR) მოცულობა.

2017 წლის თებერვალთან შედარებით, ეროვნული ბანკის რეზერვები 241 მილიონი დოლარით არის გაზრდილი.