30 აპრილის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის რეზერვები 30 მილიონი დოლარით გაიზარდა.
სარეზერვო აქტივების მოცულობა 3 მილიარდ 49 მილიონ დოლარს შეადგენს. აქედან უცხოური რეზერვების მოცულობა 2 მილიარდ 840 მილიონ დოლარს შეადგენს (წინა თვესთან შედარებით, 32 მილიონით მეტი).
სესხების სპეციალური უფლებების (SDR) მოცულობა კი 208,9 მილიონ დოლარს შეადგენს (2 მილიონით ნაკლები).
2013 წლის შემდეგ, რეზერვების მოცულობამ მაქსიმალურ მაჩვენებელს 31 იანვრის მდგომარეობით მიაღწია და 3 მილიარდ 69 მილიონ დოლარს შეადგენდა. ამის შემდეგ, თებერვალსა და მარტში რეზერვები შემცირდა, აპრილში კი ისევ ზრდა დაფიქსირდა.