ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ლარის კურსთან დაკავშირებით პარლამენტში დაიბარებენ
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე მომავალ კვირას ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დაიბარებენ.
ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა ლევან კობერიძემ განუცხადა.
„ეროვნული ბანკი არის ის უწყება, რომელსაც ყველაზე მეტი ინფორმაცია აქვს ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებით. შესაბამისად, საინტერესოა ეროვნული ბანკის პოზიცია და იმ საკითხებზე პასუხების გაცემა, რომელიც აქვთ დეპუტატებს“,- განაცხადა კობერიძემ.
ავტორი -
მიშა ფეიქრიშვილი