ეროვნული ბანკის პესიმისტური სცენარით, ლარი 2018 წელს 10 პროცენტით გაუფასურდება
ეროვნული ბანკი მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებს აქვეყნებს. დოკუმენტში საუბარია ლარი-დოლარის ნომინალურ გაცვლით კურსზეც.
ანგარიშის მიხედვით, უარყოფითი საგარეო ფაქტორების შემთხვევაში, მიმდინარე დონესთან შედარებით, ლარი 2018 წლის მეორე ნახევარში 10 პროცენტით გაუფასურდება, 2019 წელს 15 პროცენტით, 2020 წელს ისევ 10 პროცენტით, 2021 წელს კი, 5 პროცენტით გამყარდება.
ოპტიმისტური სცენარის შემთვევაში, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2018 წლის მეორე ნახევარში უცვლელი იქნება, 2019 წელს 3 პროცენტით გამყარდება, 2020-2021 წლებში კი, 2-2 პროცენტით გაუმჯობესდება.
საბაზო სცენარის მიხედვით კი ლარი/დოლარის გაცვლითი კურსი 2018-2021 წლებში უცვლელი იქნება.
დოკუმენტი ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.